Ideas

5/col-right/Ideas

По ситуации в Грузии

За выходные митинги в Тбилиси поуменьшились. Во первых лидеры оппозиции решили блокировать людьми улицы в Тбилиси, начали таскать народ взад и вперед, а народ то по большей части взрослый, если не сказать престарелый, и не могут километры пешком ходить. Приходится оппозиционерам вытягивать шеренгу активистов по всей улице и так перекрывать дорогу, что не очень красиво. Водители их матерят, но все стараются обойтись без стычек, т.к. запросто можно попасть под раздачу. Так, видя что народа редеет оппозиция пошла на обострение. Если шансов на столкновение власти Грузии не дают, просто поблизости полиции нет, всю держат на расстоянии, поэтому оппозиция набросилась на единственных представителей власти, что оказались вблизи. Это оказались мусорщики, которые ночью пришли убирать мусор, оставленный митингующими на проспекте Руставели. Надо сказать, что если бы не уборщики, Руставели бы представлял сегодня помойку. И так извините обоссали все вокруг, так еще и мусора полно. И вот ночью накинулись на мусорщиков, обматерили, а те - не полиция, выдержки никакой и давай молотить оппозиционеров вынутыми из мусора палками. Эффект большой был, оппозиция получила возможность заявить, что власти нападают на митингующих, разрушают их медиацентр. Если кто хочет может посмотреть кадры съемки этого инцидента, снятых камерой внешнего наблюдения парламента.

Хочу привести интересную статью Нодара Ладария, она на грузинском, перевести ее не могу, нет ни времени, ни сил.

ძნელია წერა მაშინ, როცა ისტორია თაქუდმოგლეჯილი მიექანება წინ. მაშინ ძალიან მალე ძველდება ამბებიც და აზრებიც. ერთი კვირის წინანდელის გახსენება და განხილვა უკვე დაგვიანებულია. რამდენიმე დღის წინათ მეგონა, რომ ახლაც ასე იქნებოდა, მაგრამ არა — ისტორიას ნაბიჯი არ აუჩქარებია. ამიტომ შეიძლება არათუ ერთი, მთელი ორი კვირის წინ დაწერილიც კი გაიხსენო და უკვე ახალი ვითარების პირობებში გაიაზრო.
იმას ვამბობ, რომ კვლავ უნდა მივუბრუნდე გია ნოდიას სტატიას, რომელიც ”24 საათმა” 2 აპრილს გამოაქვეყნა. უფრო ზუსტად კი სტატიის იმ ადგილას, სადაც ნათქვამია, რომ 1989 წლის 9 აპრილი ქართული პოლიტიკური რადიკალიზმის დაბადების დღეა. არა, ზუსტად ასე არა აქვს ნათქვამი, მაგრამ აზრი ასეთია. ამჯერად 20 წლის წინანდელ წარსულში არ ვიხედები, ყურადღებას ვამახვილებ სიტყვაზე ”რადიკალიზმი”. ამ მოვლენის უფრო ადეკვატური და, ასე ვთქვათ, ლაბორატორიულად სუფთა ნიმუში ცოტა ხნის წინ მივიღეთ მშვენიერ ქალაქ ლონდონში, სადაც ინგლისის პოლიციას საკმაოდ დიდი შრომა დაადგა ანტიგლობალისტთა და ანარქისტთა მრავალათასიანი მანიფესტაციის კალაპოტში ჩასაყენებლად.
რითი განსხვავდება ამისაგან ქართული პოლიტიკური რადიკალიზმი?
ერთი წუთით დავიხიოთ უკან და გავიხსენოთ ერთი სატელეფონო ჩართვა ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში. მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე ჩიოდა, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა თბილისში ოპოზიციის სპორადული მიტინგები ტარდებოდა, პოლიტიკური ლიდერები არასაკმარის შემართებას იჩენდნენ. თურმე საპროტესტო მუხტით აღსავსე ადამიანები მოდიოდნენ და აცხადებდნენ, რომ მზად არიან სახელისუფლებო შენობებში შევარდნისათვის, მაგრამ პირში ჩალაგამოვლებულები ბრუნდებოდნენ უკან, რადგან ლიდერებისგან მხოლოდ შემრიგებლური ხასიათის ფრაზები ესმოდათ.
ახლა ჰიპოთეზურად გავაჩეროთ ქუჩაში რომელიმე ანტიგლობალისტი და ვკითხოთ, გამოხატავს თუ არა ის თავის განწყობას იმ მიზნით, რომ ვინმე დაამხოს? არ ვარ დარწმუნებული, რომ დალაგებულ პასუხს მივიღებთ, მაგრამ ოდნავი დაფიქრების შედეგად ცხადი გახდება, რომ რადიკალიზმი, რომელსაც იგი წარმოადგენს, ძირითად მიზნად ყურადღების მიქცევას ისახავს. დიახ, ამისათვის ილეწება ვიტრინები, ითელება გაზონები, იწვის მანქანები და იკეტება მოძრაობა. ამ რადიკალური სულისკვეთებით გამსჭვალული მანიფესტაციის უწყება შემდეგია: ჩვენ ვარსებობთ და ჩვენ არ მოგვწონს, რას აკეთებთ — გაითვალისწინეთ ჩვენი არსებობა და ჩვენი მოთხოვნები.
ამისგან განსხვავებით, რას წარმოადგენს ქართული მიტინგი? — ახალს არაფერს ვიტყვი, გავიმეორებ სიტყვებს ლაშა ბუღაძის ერთი სვეტიდან: ”ქართველი მიტინგზე ვიტრინების ჩასალეწად არ მიდის”. მაშ რისთვის? — იმისთვის, რომ გადააყენოს პრეზიდენტი. არა, ბატონებო, 2003 წელთან პარალელი არ გამოდგება, რადგან ამჯერად არ არსებობს საკმარისი სამართლებრივი საფუძვლები და ამ საფუძვლის არსებობის დასაბუთებას არც არავინ ცდილობს. არც ჩვენ დაგვიწყია ეს ლაპარაკი იმისათვის, რომ ვითარების სამართლებრივი ასპექტები ვარჩიოთ, ამიტომ განვაგრძოთ უკვე დაწყებული შედარება.
მაშ ასე, დასავლური რადიკალიზმი ცივილიზაციის ნაწილია. არცთუ მთლად სასიამოვნო, მაგრამ გარკვეული აზრით საჭირო. რისთვის? — თუნდაც ორთქლის გამოსაშვებად. ქართული რადიკალიზმი კი თავისი არსით სწორედ ცივილიზაციასთან დაპირისპირებაა. არა, აქ ქუჩის გადაკეტვასა და რუსთაველის პროსპექტის შარდის სუნით აყროლებაზე არ მოგახსენებთ. მე კვლავ ”კავკასიის” სტუდიაში განხორციელებულ სატელეფონო ჩართვას ვუბრუნდები.
ჩალეწილ ვიტრინაზე ბევრად უფრო დიდი უბედურებაა, რომ საქართველოში ხმამაღლა წარმოითქმის ის, რასაც თავისი უპირველესი საფუძვლების უსაფრთხოებაზე დაფიქრებული საზოგადოება თავს უნდა არიდებდეს. ეს რადიკალიზმი არ არის, ეს ველურობაა — ველურობა არა სისასტიკის, არამედ უვიცობის აზრით.
მოვიყვან ერთ შედარებას: მუსიკის ისტორია, შეიძლება ითქვას, დისონანსის გათავისუფლებისა და დამკვიდრების ისტორიაა. რაც უფრო წინ ვართ წასული ისტორიულ გზაზე, მით უფრო დამოუკიდებელია მუსიკაში დისონანსი. მაგრამ როგორი დისონანსურიც არ უნდა იყოს თხზულება, ის აუცილებლად აწყობილ ინსტრუმენტზე უნდა შესრულდეს.
ჰოდა, დასავლური რადიკალიზმი ინსტრუმენტს აწყობს, რომ მასზე დისონანსური აკორდი აიღოს, ქართული რადიკალიზმი კი საკრავს აშლის და უკვირს, რომ მასზე აჟღერებულ ”შალახოს” არავითარი შედეგი არ მოჰყვება.
გასაგებია და ცხადი, ფუნქციურად რას გამოხატავს ნახევრად ან სრულიად შიშველი და ტანმოხატული ევროპელი რადიკალი — ეს დაძაბულობის კონცენტრაციისა და მისი შემდგომი განმუხტვის საშუალებაა. მაგრამ რას განასახიერებს ოქრუაშვილის პარტიის წევრი ხელში ოქრუაშვილისავე მინისტრობის დროს მოკლული რობაქიძის სურათით? — მხოლოდ იმ საერთო უგანაჩენობასა და უპასუხისმგებლობას, რომლის შედეგად ”ცნობადი სახე” რეკავს ტელევიზიაში და წუწუნებს, რომ სახელმწიფოს ძალადობრივი დამხობისთვის ხალხის მზადყოფნა სათანადოდ არ იქნა გათვალისწინებული პოლიტიკური ლიდერების მიერ.
საზოგადოდ, დეტალებისადმი ყურადღება არ არის ჩვენი ძლიერი მხარე: სანამ გია მაისაშვილმა შუა რუსთაველზე გინება არ დაიწყო, ყურადღება არავის მიუქცევია მისთვის. არადა კაცს ”კავკასიის” იმავე სტუდიაში წამოსცდა ერთი მეტად ნიშანდობლივი ფრაზა: ”ეს ფერადი რევოლუციების წყევლაა”. Sapienti sat — გონიერისთვის საკმარისია.
ასე რომ კარგი იქნება ზოგი დეტალი გავიხსენოთ...
9 აპრილის თარიღი ძალიან ადრე გაისმა: ჯერ კიდევ 2008 წლის შემოდგომაზე დაგვპირდნენ. ნუმეროლოგიის სპეციალისტებთან კონსულტაცია არ გამივლია: ერთი მათგანი ციხეშია, მეორე კი გენერლობის თვალუწვდენელ სიმაღლეზე. თუმცა არც ისე ძნელი მისახვედრი არის გულუბრყვილო სიმბოლური კონსტრუქცია: გაერთიანებული ოპოზიცია უნდა გამხდარიყო ეროვნული მოძრაობის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი ავადსახსენებელი როდიონოვის ეკვივალენტი. ეს, რა თქმა უნდა, ინტერპრეტაციაა, შესაძლოა მართალი, შესაძლოა მცდარი. ალბათ ნაწილობრივ ერთიცაა და მეორეც, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა.
მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ რაღაც იდუმალი მიზეზების გამო ამ შორეული თარიღისათვის არავითარი მომზადება არ ყოფილა. რა იყო ამის მიზეზი? — ვარაუდებში შეიძლება დავიკარგოთ: ან უბრალო ქართული დაუდევრობა, ან გულუბრყვილო რწმენა იმისა, რომ ხელისუფლების საქმე ისედაც წასულია, ან სახელმწიფოს მდგომარეობასა და საკუთარ შესაძლებლობებზე არაადეკვატური წარმოდგენა, ან ის, რომ ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ ძალთაგან რეალურად არც ერთი არ ამართლებს პარტიის ან მოძრაობის სახელს... როგორც ეტყობა, ყველაფერი ერთად.
ამ შემთხვევაში შეიძლება გავიხსენოთ ცხონებული ”რადიო 105”-ის ერთი ძველი ხუმრობა: ”შვილი მყავს მოსაწყობი უმაღლესში, მარა დებილია!”. ჰოდა, 9 აპრილის აქციასაც ასე აწყობდნენ, როგორც დებილ შვილს — უმაღლესში. სხვა სიტყვებით, არ ყოფილა რეალური მუშაობა აქციის უშუალო დასაყრდენთან, ანუ ქართველ ხალხთან, რომელშიც, როგორც ამბობდნენ, დიდი ”საპროტესტო მუხტი” იყო დაგროვილი. სამაგიეროდ, ტაქტიკა ზუსტად ისეთივე იყო, როგორც რევოლუციამდელ თსუ-ში — დუნე მოლაპარაკება ”მიმღებ კომისიასთან”: საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი...
არ დაგვიჩაგროთ ეს ნანატრი შვილი, არ გაალახინოთ, არ აუცრუოთ გული!.. ჰოდა, დაესივნენ ბავშვს რეპეტიტორები... ბოდიში... მონიტორები, დამკვირვებლები, ზოგი მათგანი სახურავზეც კი აძვრა, სხვებმა ზურგზე დაიწერეს ”მშვიდობით”.
მაგრამ ყველაზე მეტად ელოლიავებოდნენ და ეფერებოდნენ ამ უდღეურ ბავშვს ხელისუფლების მიერ უწყალოდ კონტროლირებადი და სულაც სამთავრობო ტელეარხები. სწორედ ისინი უქმნიდნენ ბედკრულ საქართველოს საღამოობით ისეთ შეგრძნებას, რომ დილით ქუჩები ლამის გვამებით მოფენილი დახვდებოდათ. არა, ეს არ იყო ძველებური ”იმედი”, მაგრამ არც ბევრი აკლდა: ”ყველა ზომა იქნეს მიღებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად”, ”რათა თავიდან ავიცილოთ ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენება” და სხვა მრავალი რამ გაისმოდა ეთერში არა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის, არამედ მთავრობის მიერ კონტროლირებადი წამყვანის ხმით. მაგრამ თენდებოდა დილა და ახლადგაღვიძებული ბედკრული საქართველო გამოდიოდა შინიდან, გაუბედავად თვალს ავლებდა არემარეს და ამჩნევდა ავტობუსის გაჩერებაზე მდგომ ახალთახალ ფორმებში გამოწყობილ კონტროლიორებს და სისხლში უჟონავდა სახიფათო ეჭვის პირველი წვეთი: ”ნეტა ერთი ჟურნალისტი მაინც თუ არის ამ ქვეყანაში, ვინც იცის, რა არის პოლიტიკური კრიზისი?”. დღის განმავლობაში ეს ეჭვი კიდევ უფრო უძლიერდებოდა და ბოლოს ნამდვილად სახიფათო ზღვარს აღწევდა; ”ნეტა ვინმეს თუ შეუძლია წაიმღეროს გოგი ცაბაძის ვაჟის (ნეტა რა ჰქვია?) შეთხზული მელოდია? ან იქნებ მაყვალა გონაშვილის რომელიმე ლექსი იცის ვინმემ ზეპირად?”. აქ, ამ სახიფათო მომენტში ხელის ჩვეული თითქმის შეუგნებელი მოძრაობით ირთვებოდა ტელევიზორი და იქიდან რომელიმე გრიგოლია ან შუბლაძე მაშინვე იწყებდნენ მისი სულის ცხონებაზე ზრუნვას: როგორ უნდა დასძლიოს ქვეყანამ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი?
იყო დაბრკოლებებიც და ზოგჯერ აშკარა მტრობაც! მაგალითად, დავით აქუბარდია ლამის გამიზნულად, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მეთოდურად ცდილობდა აქციის დაკომპლექტებას მხოლოდ ერთი ტიპის ადამიანებით.
მეორე მხრივ, უცნობი გაჩეჩილაძე თავისი საკნიდან მარჯვედ ახდენდა ”საზოგადოებრივი ნდობით” მოსარგებლეთა დისკრედიტაციას. ჰოი, რას არ ამბობდნენ მასთან პირისპირ შემოსულნი. არ ვიცი, რანაირი პატიმარია ეს ჩვენი უცნობი, მაგრამ ”ნასედკად” კი ნამდვილად ივარგა: ისეთი რამეები დააფქვევინა მასთან სტუმრად მისულ ”ცნობად სახეებს”, მათი სულის ისეთ კუნჭულებში ჩაახედა ქართველი საზოგადოება, რომ საბოლოოდ აგვერია დავთრები. ხან გერმანელი ნაცისტების ქება-დიდება გვესმოდა, ხან ალალად გვარწმუნებდნენ, რომ ბურჯანაძის აგარაკზე ცხოვრებას თავმოყვარე ლტოლვილიც კი იუკადრისებს, ხან ვანესა რედგრეივისა და გიგი უგულავას შედარებით დახასიათებას გვაცნობდნენ.
ერთი სიტყვით, ეს აქუბარდია და უცნობი რომ არა, იქნებ მართლაც მოგროვილიყო მიტინგზე 50 ათასი კაცი...
მაგრამ ქართული რადიკალიზმი დონდლო გამოდგა და პირველივე დღეს გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი. Amor fati — ბედისწერის სიყვარული — ასე შეიძლება განვსაზღვროთ მიტინგის წინამძღოლთა სამი ნაბიჯი.
პირველი: ოცდაოთხსაათიანი ულტიმატუმი. ყოვლად დაუშვებელია, როცა შენი მოყვანილი ადამიანები მთელი ოცდაოთხი საათი ელოდებიან პასუხს, რომლის შინაარსი წინასწარ იციან.
მეორე: თანხმობა დიალოგზე, ოღონდ პირდაპირ ეთერში. აქ შეწირეს მსუბუქი ფიგურა — ირაკლი ალასანია, რომელმაც განაცხადა ასეთი გადაწყვეტილების შესახებ და პასუხად მომიტინგეთა რისხვა მიიღო, რომელსაც მორცხვი ღიმილით შეხვდა. ამის შემდეგ მისი სამსხვერპლო სისხლი გადაუსხეს უკვე საკმაოდ ანემიურად მოცქერალ ლევან გაჩეჩილაძეს. ამ უკანსაკნელს წუთნახევარს ეყო ენერგია, რომელიც მომიტინგეებთან ისტერიულ ჩხუბს შეალია. მაგრამ ეს ლირიკაა. საქმის არსი კი იმაში მდგომარეობს, კვლავაც ძველი დილემის წინაშე ვდგავართ: ბრიყვი თუ მატყუარა. თუ არ იცი, რომ პირდაპირ ეთერში მოლაპარაკება სრული აბსურდია, ბრიყვი ხარ, თუ იცი — იტყუები.
მესამე: მიტინგის დაშლა ნაწილებად. რა თქმა უნდა, ძალების დაქსაქსვა მძიმე მისაღები გადაწყვეტილებაა და ეს ალბათ ძიძიგურსა და ბესელიასაც კი ესმით, მაგრამ უკვე აშკარად, ძალიან აშკარად გამოჩნდა, რომ მიტინგის წინამძღოლნი ძალიან უხერხულად გრძნობენ თავს ერთმანეთის გვერდი-გვერდ.
ერთი სიტყვით, ვითარება ასეთია: ამჟამად ჩვენი ოპოზიციური სპექტრი ერთი დიდი საფრთხის წინაშე დგას. ეს საფრთხე არ არის სპეცრაზმი და ხელკეტები. ეს საფრთხე თვით მიტინგია, რომელიც თავიდან უნდა მოიშორო და სახეც შეინარჩუნო. ერთი სიტყვით, თუ საბჭოთა ”ინწილიგენციისათვის” ცნობილ ენაზე ვიტყვით, ოსტაპ ბენდერის პრობლემაა წაგებული საჭადრაკო სეანსის შემდეგ...

Отправить комментарий

0 Комментарии