Ideas

5/col-right/Ideas

ნომრის პორტირება - nomris portireba


ნომრის პორტირება
ნომრის პორტაბელობა აბონენტს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ნომრის შეუცვლელად ჩაერთოს სასურველი ოპერატორის ქსელში.
ნომრის პორტირება ხდება აბონენტის განცხადების საფუძველზე.
წარდგენილი განაცხადის ფორმა უნდა შეიცავდეს ფიზიკური პირის (აბონენტის):
 სახელს და გვარს;
 პირად ნომერს;
 სააბონენტო ნომერს, რომელ პორტირებასაც ითხოვს;
 ქსელის ოპერატორის სახელწოდებას;
 საკონტაქტო ინფორმაციას;
 სააბონენტო ნომრის პორტირების სასურველ დროს;
 ნომრის პორტირებაზე განაცხადის შეტანის თარიღსა და საათს.
იურიდიული პირის შემთხვევაში:
 პორტირების მსურველი იურიდიული პირის სახელწოდებას;
 იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდს;
 პორტირების მსურველი იურიდიული პირის იმ სააბონენტო სატელეფონო ნომერს/ნომრებს, რომლის პორტირებასაც ითხოვს პირი;
 დონორი ოპერატორის სახელწოდებას;
 პორტირების მსურველი იურიდიული პირის საკონტაქტო ინფორმაციას;
 სააბონენტო ნომრის/ნომრების პორტირების სასურველი დროს;
 ნომრის პორტირებაზე განაცხადის შეტანის თარიღსა და საათს.
ნომრის პორტირების თაობაზე განცხადების მიღებისას მიმღები ოპერატორი ვალდებულია:
 აბონენტს განუმარტოს ნომრის პორტირებასთან დაკავშირებული მისი უფლებები და ვალდებულებები;
 სრულყოფილად შეავსოს და გააგზავნოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის მიერ შემუშავებული პორტირების მოთხოვნის ელექტრონული ფორმა, პორტირების მსურველი პირისგან განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, რომელიც უნდა მოიცავდეს ზემოაღნიშნული ინფორმაცია.
დონორი ოპერატორი ვალდებულია სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზიდან ნომრის პორტირების შესახებ ელექტრონული მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა შეავსოს და სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში გადააგზავნოს ამავე ბაზის ადმინისტრატორის მიერ შემუშვებული ნომრის პორტირების მოთხოვნის ელექტრონულ ფორმაში, დონორი ოპერატორისთვის განკუთვნილი სრულყოფილად შევსებული ნაწილი, მომხმარებლის (აბონენტის) მიერ მიმღებ ოპერატორთან წარდგენილი მონაცემების დადასტურების ან უარყოფის შესახებ.
ნომრის პორტირებისას ბოლო მომხმარებლისთვის (აბონენტისთვის) სატელეფონო მომსახურების მიწოდების შეწყვეტა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული სხვაგვარი შეთანხმება;
პორტირებაზე უარის თქმის საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში, მიმღები ოპერატორი ვალდებულია აცნობოს პორტირების მსურველ პირს სააბონენტო ნომრის პორტირებაზე განაცხადის დაკმაყოფილებისა და პორტირების თარიღისა და დროის შესახებ;
მიმღებ ოპერატორსა და აბონენტს შორის მომსახურების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში შედის პორტირების განხორციელების მომენტიდან, რა დროიდანაც, ამავე ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) მიერ მომსახურების მიწოდებაზე დონორ ოპერატორთან გაფორმებული მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება წყდება.
სააბონენტო ნომრის პორტირება იზღუდება შემდეგ შემთხვევებში:
 თუ სააბონენტო ნომერი, რომლის პორტირებასაც ითხოვს პირი ეკუთვნის სხვა პირს ან სააბონენტო ნომრის მფლობელი დაუდგენელია;
 პორტირების მსურველ პირს უკვე წარდგენილი აქვს განცხადება იგივე სააბონენტო ნომრის სხვა მიმღებ ოპერატორთან პორტირების თაობაზე;
 სააბონენტო ნომრის ბოლო პორტირებიდან არ გასულა 30 დღე;
 პორტირების მსურველ პირს, იმ სააბონენტო ნომერზე, რომლის პორტირებასაც ითხოვს, დონორი ოპერატორისგან მიღებულ მომსახურებაზე გააჩნია წინა თვის/თვეების დავალიანება, ან/და დავალიანების გამო შეზღუდული აქვს მომსახურების მიწოდება;

Отправить комментарий

0 Комментарии